მოხალისეობა
PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის ფუნქციონირება მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია მისი დირექტორთა საბჭოს და მოხალისეების მუშაობაზე. წარმომადგენლობის წარმატების მიღწევის უმთავრესი ამოცანა კი მოხალისეთა ჩართულობის უზრუნველყოფაა.
წარმომადგენლობა მოხალისეებს სთავაზობს კარიერული განვითარების შემდგომ ეტაპებს:
-
მოხალისე – მუშაობს დამოუკიდებლად, ჯგუფის რიგით წევრად, კონკრეტული დავალების შესასრულებლად. ამ ეტაპის გავლა სავალდებულოა მოხალისეთა ლიდერის პოზიციის დაკავებისათვის;
-
მოხალისეთა ლიდერი – ჯგუფის ლიდერი ან პროექტის მენეჯერი, კონკრეტული სამუშაოსათვის ან პროექტისთვის. ამ ეტაპის გავლა სავალდებულოა უფრო მაღალ პოზიციაზე დაწინაურებისათვის;
-
მოხალისეთა აღმასრულებელი დირექტორი - დირექტორის მოადგილე წარმომადგენლობის ერთ-ერთი მიმართულებით.
მოხალისეები დამატებით მიიღებენ PDU-ებს, უნარების განვითარების და სხვადასხვა ღონისძიებებზე უფასოდ დასწრების შესაძლებლობას და სხვა სარგებელს.
გსურთ გასწიოთ მოხალისეობა ჩვენთან ერთად? გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა https://goo.gl/BNHVXm