სპონსორები და პარტნიორები

"ბილაინი"

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON), რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს.

 

VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას.

 

ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით.

 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს  www.beeline.ge;

 

ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს www.veon.com

22051085_1861174113900417_73372954035705

"m²  უძრავი ქონება"

სს "m²  უძრავი ქონება" 2006 წელს სს "საქართველოს ბანკის" მიერ დაარსდა. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.

კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:

  • უძრავი ქონების განვითარება;

  • ქონების (საკუთრების) მართვა;

  • სასტუმროების ქსელების განვითარება;

  • მშენებლობა.

m² უძრავი ქონების აქციონერები სხვადასხვა დროს იყვნენ წამყვანი დასავლური ფონდები, რომლებსაც ჯამში 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული m² უძრავ ქონებაში.

ამჟამად m² უძრავი ქონების აქციების 100%-იანი წილის მფლობელი არის BGEO Group plc.

"ჯეპრა"

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, დაგვიკავშირდით ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან სოციალური მედიის არხების მეშვეობით. 

ჯეპრა საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან ოპერირებს. ჯეპრას პროფესიული სერვისები დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მისი ექსპერტების საერთაშორისო გამოცდილებებზე.

 

კომპანია იზიარებს საერთაშორისო ქარტიის ნორმებსა და პროფესიული ეთიკის კოდექსს. 2007 წლიდან ჯეპრა მუშაობს QMS ISO 9001:2015-ის მიხედვით.


ჯეპრა აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალ პერსონალსა და დიდი გამოცდილების მქონე კონსულტანტებს, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მენეჯმენტი, კონსალტინგი, ინსტიტუციონალური განვითარება და ქმედუნარიანობის შექმნა, პიარი და მარკეტინგული კომუნიკაციები, ბრენდიგნი, კრიზისების მართვა, ივენთ-მენეჯმენტი, მედიასთან ურთიერთობა, სოციალური მედია, შიდა კორპორაციული პიარი, ადვოკატირება, მთავრობასთან ურთიერთობა და ლობიზმი.

© 2018 by Project Management Society

  • Black Facebook Icon
  • Black Twitter Icon
  • Black LinkedIn Icon