PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის წევრების საყურადღებოდ!
ძვირფასო წევრებო,
მოხარულნი ვართ და გმადლობთ, რომ ხართ PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის წევრი.
გვინდა გაცნობოთ, რომ ცხადდება ვაკანსია წარმომადგენლობის წევრობის და მოხალისეობის დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე. თითოეულ თქვენგანს, ვისაც აქვს სურვილი, საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში პროექტის მართვის პროფესიის პოპულარიზაციასა და განვითარებაში და წარმომადგენლობის გაძლიერებაში, აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა.
დაინტერესებულ წევრებს გთხოვთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე info@pmige.org
ინტერესის გამოხატვა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. წარმომადგენლობის დირექტორთა საბჭოს მიერ მოხდება 2-3 საუკეთესო კანდიდატის (ცოდნაზე, გამოცდილებაზე და მოტივაციაზე დაყრდნობით) შერჩევა, რომელთა სასარგებლოდ კენჭისყრა გაიმართება დეკემბრის თვეში, წარმომადგენლობის წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე. შეხვედრის თარიღს, დროს და ადგილს შეგატყობინებთ დამატებით.
იხილეთ წევრობის და მოხალისეობის დირექტორის პოზიციის აღწერილობა. შეგახსენებთ, რომ PMI მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, შესაბამისად დირექტორის პოზიცია არის მოხალისეობრივი და არაანაზღაურებადი.
წინასწარ გიხდით მადლობას თქვენი ჩართულობისა და დაინტერესებისათვის.
Comments