Search

მოხალისეების რეგისტრაცია

PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს მოხალისეების რეგისტრაციას.


თუ გსურთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ წარმომადგენლობის გაძლიერებაში, და პროექტების მართვის პროფესიის პოპულარიზაციაში და განვითარებაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა https://goo.gl/BNHVXm


შეგახსენებთ, რომ PMI მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. მოხალისეობა გაძლევთ საშუალებას დაეხმაროთ და გააძლიეროთ წარმომადგენლობა, PMI და პროექტების მართვის პროფესია, და ამავდროულად განავითაროთ თქვენი მენეჯერული და პროფესიული უნარები, შეიძინოთ ახალი გამოცდილება, ისარგებლოთ პროექტების მართვის პროფესიონალების ყველაზე დიდი ქსელის კონტაქტებით, დაესწროთ PMI ეგიდით ორგანიზებულ ღონისძიებებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, წინ წაიწიოთ კარიერულ კიბეზე და მონაწილეობა მიიღოთ წარმომადგენლობის მართვაში.


რაც მეტს გასცემთ, მეტს მიიღებთ!


წინასწარ გიხდით მადლობას თქვენი ჩართულობისა და დაინტერესებისათვის.





0 views

© 2018 by Project Management Society

  • Black Facebook Icon
  • Black Twitter Icon
  • Black LinkedIn Icon