Search

„პროექტის ახალგაზრდა მენეჯერები“ - შეხვედრა გორში

პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI), თბილისი, საქართველო აგრძელებს შეხვედრებს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან რეგიონებში, პროგრამის - „პროექტის ახალგაზრდა მენეჯერები“ ფარგლებში. დღეს მორიგი შეხვედრა გორში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში, რეგიონების მოსწავლეებისთვის მსოფლიოში მოთხოვნადი პროფესიის - პროექტის მართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროფესიის შერჩევაში დახმარება.


პროგრამა განკუთვნილია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის და მოიცავს სემინარების კურსს პროექტის მართვის არსის და საფუძვლების, და პროექტის მენეჯერის პროფესიის შესახებ.

2020 წლის განმავლობაში დაგეგმილია სემინარების ციკლის ჩატარება 12 მუნიციპალიტეტში. სემინარებს გაუძღვებიან პროფესიონალი და პრაქტიკოსი პროექტის მენეჯერები, PMI თბილისი, საქართველოს მოხალისეები, რომლებიც მოსწავლეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, უკვე განხორციელებული პროექტებიდან და დაეხმარებიან პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებაში.


დიდი მადლობა კომპანია SPAR Georgia-ს ამ სოციალური პროგრამის მხარდაჭერისთვის SPAR Georgia


0 views

© 2018 by Project Management Society

  • Black Facebook Icon
  • Black Twitter Icon
  • Black LinkedIn Icon