2020 წლის 22 დეკემბერს პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის ყოველწლიური საერთო კრებაზე გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობის წევრები დაესწრნენ.
შეხვედრაზე წარმომადგენლობის პრეზიდენტმა, ლელა მაჩაიძემ შეაჯამა 2020 წლის შედეგები და წევრებს გააცნო ინფორმაცია 2021 წელს დაგეგმილ, განსახორციელებელ პროექტებზე. რეგიონის მენტორმა, თოლგა ოზელმა წევრებს გააცნო ინფორმაცია PMI-ში მიმდინარე პროცესებზე, ტრანსფორმაციაზე და ახალ პროექტებზე. თამარ მაჭავარიანმა, კომუნიკაციების დირექტორმა ისაუბრა 2021 წლის დასაწყისში დაგეგმილ, დირექტორთა საბჭოს არჩევნებზე. ივანე ნადირაძემ, პროფესიული განვითარებისა და განათლების დირექტორმა წევრებს გააცნო ინფორმაცია PMP სერტიფიცირების სიახლეებზე. ბექა ჭულუხაძემ, წევრობის და მოხალისეობის დირექტორმა ისაუბრა 2021 წელს მოხალისეობის პერსპექტივებზე.
Kommentare