top of page
Search

"შესყიდვები პროექტის მართვაში" - წარმომადგენლობის ახალი პროგრამის პირველი შეხვედრა გაიმართა

  • Writer: pmitbilisi
    pmitbilisi
  • Jul 25, 2019
  • 1 min read

პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობამ ახალი პროგრამა - შეხვედრების სერია დაიწყო, თემაზე "შესყიდვები პროექტის მართვაში".


პირველი შეხვედრა გაიმართა 2019 წლის 19 ივლისს, სადაც აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების სპეციალისტმა, ლუკა მოსაშვილმა ისაუბრა Asian Development Bank (ADB) - ის შესყიდვების და პროექტების პრაქტიკაზე.

პროგრამის ფარგლებში გაიმართება სულ 5 შეხვედრა, რომლებზეც მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ სხვადასხვა მოწინავე ორგანიზაციებში (ADB, UNDP, WB, EBRD & სახელმწიფო შესყიდვები) არსებულ პრაქტიკებსა და პროექტის სასიცოცხლო ციკლის წარმატებულად მართვის ხერხებზე.


შეხვედრებზე დასწრება უფასოა წარმომადგენლობის წევრებისა და მოხალისეებისათვის.


 
 
 

Comments


ყველა უფლება დაცულია

  • Facebook
  • Linkedin
  • Spotify
  • Youtube
bottom of page