top of page
Search

PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობამ პირველი ღონისძიება გამართა

  • Writer: pmitbilisi
    pmitbilisi
  • Feb 27, 2018
  • 1 min read



2017 წლის 27 დეკემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობ ის პირველი ღონისძიება "წინასაახალწლო შეკრება PMP®- ს მფლობელებთან ერთად" გაიმართა, სადაც თავი მოიყარეს ქართველმა PMP სერტიფიკატის მფლობელებმა და ერთად აღნიშნეს წარმომადგენლობის დაფუძნება.


წარმომადგენლობის მისიას საქართველოში პროექტების მართვის პროფესიის მხარდაჭერა და განვითარება წარმოადგენს და ის საქართველოში „პროექტების მართვის ინსტიტუტის“ (PMI) ოფიციალური „ჩეპტერია“. წარმომადგენლობა ოფიციალურად 2017 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს პროფესიონალი პროექტის მენეჯერების გაერთიანებას. ამჟამად, საქართველოში სულ 45 PMP მფლობელია.

 
 
 

Comments


ყველა უფლება დაცულია

  • Facebook
  • Linkedin
  • Spotify
  • Youtube
bottom of page