საერთო კრება
(PMI) თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის წევრების საერთო კრება
Service Description
ძვირფასო წარმომადგენლობის წევრებო, მადლობას გიხდით პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის წევრობისათვის. პატივი გვაქვს მოგიწვიოთ წარმომადგენლობის ყოველწლიურ საერთო კრებაზე. ჩვენ შევაჯამებთ 2018 წელს, გაგაცნობთ მიღწევებს, გაგიზიარებთ 2019 წლის გეგმებს. გვეყოლება მოწვეული სპიკერები. თანდართულ დღის წესრიგში შეგიძლიათ იხილოთ მეტი ინფორმაცია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კრების მიმდინარეობისას გაიმართება წევრობის და მოხალისეობის დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე კენჭისყრა. ჩვენ უკვე მივიღეთ კანდიდატი წევრების ბიოგრაფიები და სამოტივაციო წერილები (გთხოვთ იხ. 27 ნოემბრის წერილი). ამჟამად მიმდინარეობს დირექტორთა საბჭოს წევრების მიერ შემოსული კანდიდატურების გადარჩევის პროცესი. შერჩეული კანდიდატების ბიოგრაფიებს მოგაწვდით არაუგვიანეს 12 დეკემბრისა. თქვენ შეგეძლებათ მათ ხმა მისცეთ კრების მიმდინარეობისას. თქვენი ხმა მნიშვნელოვანი და ღირებულია! გთხოვთ, იხილოთ ღონისძიების მოსაწვევი, დღის წესრიგი და დაგვიდასტუროთ მონაწილეობა არუგვიანეს 14 დეკემბრისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@pmige.org მადლობას გიხდით დაინტერესებისა და მონაწილეობისთვის!
Contact Details
+ null
info@pmige.org
Tbilisi, Georgia