2019 წლის 25 დეკემბერს, PMIთბილისი, საქართველოს წარმომადგენლობამ წელს ბოლოჯერ უმასპინძლა მის წევრებს - პროფესიონალ პროექტის მენეჯერებს, მოხალისეებს და პარტნიორებს. წარმომადგენლობის დამფუძნებლებმა და დირექტორებმა შეაჯამეს 2019 წელი, ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებზე, გამოწვევებზე, განუხორციელებელ პროექტებზე და ამის მიზეზებზე.
მათ სტუმრებს წარუდგინეს PMI-ს მიერ დაგეგმილი ტრანსფორმაციის პროცესი, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო და რომლის ფარგლებშიც: - განხორციელდა PMI სრული რებრენდინგი; - შეიცვალა პროექტის მართვის ციკლის დეფინიცია და ორგანიზაცია გადავიდა სრულიად ახალ კონცეფციაზე - პროექტის ეკონომიკა; - მთლიანად შეიცვალა სერტიფიცირების გამოცდის შინაარსი და გამარტივდა რეგისტრაციის პროცესი; - დაიწყო ორი ახალი პროექტი - ახალგაზრდებისთვის პროექტის მართვის შესახებ, ცოდნის მათთვის მისაღები გზებით მიწოდებისათვის, და მოქმედი და დამწყები პროექტის მენეჯერებისთვის, მათი უნარების შეფასების და კარიერული და პროფესიული ზრდის დაგეგმვის ელექტრონული ინსტრუმენტის მისაწოდებლად. - PMI-მ შეიძინა კომპანია Disciplined Agile,რომლის მეშვეობითაც განახორციელებს Agile პრაქტიკების დანერგვას და სერტიფიცირებას.
შეხვედრის მიმდინარეობისას, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობამ გამოარჩია და დააჯილდოვა ერთგული პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ წარმომადგენლობასთან ამა თუ იმ პროექტების წარმატებულად განხორციელებისთვის და რომელთა გარეშეც ეს პროექტები ვერ განხორციელდებოდა ბილაინი - Beeline ჯეპრა • Gepra m2 Marketer.ge Management Academy - მართვის აკადემია Vaziani Winery / მეღვინეობა ვაზიანი TMC Global Professional Services
და რა თქმა უნდა წარმომადგენლობამ აღიარა და დააჯილდოვა მისი მოხალისეები - ადამიანები, რომელთა გარეშეც წარმომადგენლობის და ზოგადად PMI ფუნქციონირება წარმოუდგენელია.
შეხვედრის მიწურულს გაიმართა გათამაშება და მოგებულებს პრიზად გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და არაჩვეულებრივი ბლოკნოტები - პროექტის მენეჯერის და “მებლოკნოტეების” მეგზური სამუშაო დღის განმავლობაში, სტარტაპისგან „მართე“.
Comentarios