top of page
Search

PMI ახალი კურსი - „კომპლექსური პრობლემების მოგვარება“ (Wicked Problem Solving / WPS)

მოაგვარეთ კომპლექსური პრობლემები, მართეთ გუნდები მეტად ეფექტურად, ინოვაციისას იყავით მეტად კრეატიულები და თანმიმდევრულები. ამაში კი დაგეხმარებათ PMI ახალი კურსი - „კომპლექსური პრობლემების მოგვარება“ (Wicked Problem Solving / WPS). გაიგეთ მეტი კურსის შესახებ http://ow.ly/VU7p50EQLKr




წარმომადგენლობის ფასდაკლება: PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის წევრები მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას. ფასდაკლების კოდის მისაღებად გთხოვთ მიმართეთ წარმომადგენლობას ელ. ფოსტის მისამართზე: info@pmige.org


PMI-მ შექმნა ახალი კურსი - „კომპლექსური პრობლემების მოგვარება“ (Wicked Problem Solving / WPS). თუ თქვენ გექმნებათ გამოწვევები, როდესაც ცდილობთ განსხვავებული უნარების, ღირებულებების და დღის წესრიგის მქონე გუნდების შეკავშირებას, და გადატვირთული ხართ შეხვედრებით, რომლებსაც არ მოაქვს შედეგი, მაშინ კურსი „კომპლექსური პრობლემების მოგვარება“ (Wicked Problem Solving / WPS) თქვენთვისაა.


პრობლემების მოგვარების კრეატიული სისტემა დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. კურსი, რომლითაც თქვენ მოიპოვებთ 18 პროფესიული განვითარების ქულას (PDU) და ინსტრუმენტების ნაკრები აგებულია იმგვარად, რომ გასწავლოთ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ნებისმიერ გამოწვევას სწორი კითხვების დასმით, იდეების ვიზუალიზაციით და მონაწილეების ჩართულობით ხელშესახებ აქტივობებში.


ინტერაქტიული კურსი შექმნილია „დიზაინ სინქინგის“ და პროექტის მართვის პოპულარული მეთოდების, მათ შორის ეჯაილ და ლინ მეთოდოლოგიის საფუძველზე. კურსის თანა-ავტორია ტომ ვუიეცი, ტექნოლოგიების პიონერი. კურსს მოყვება ონლაინ დაფა, სახელად „მირო“, სამუშაო წიგნი და პლეიბუქი, და ბარათების სამი შეკვრა, რათა თქვენ შეძლოთ პრაქტიკაში მარტივად გამოიყენოთ ის, რაც ისწავლეთ.

210 views0 comments
bottom of page