top of page
Search

„პროექტის ახალგაზრდა მენეჯერები“ - წარმომადგენლობის ახალი პროგრამა

პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI), თბილისი, საქართველომ ახალი პროგრამის - „პროექტის ახალგაზრდა მენეჯერები“ განხორციელება დაიწყო.


პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში, რეგიონების მოსწავლეებისთვის მსოფლიოში მოთხოვნადი პროფესიის - პროექტის მართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროფესიის შერჩევაში დახმარება.


პროგრამა განკუთვნილია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის და მოიცავს სემინარების კურსს პროექტის მართვის არსის და საფუძვლების, და პროექტის მენეჯერის პროფესიის შესახებ.

2020 წლის განმავლობაში დაგეგმილია სემინარების ციკლის ჩატარება 12 მუნიციპალიტეტში. სემინარებს გაუძღვებიან პროფესიონალი და პრაქტიკოსი პროექტის მენეჯერები, PMI თბილისი, საქართველოს მოხალისეები, რომლებიც მოსწავლეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, უკვე განხორციელებული პროექტებიდან და დაეხმარებიან პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებაში.

პროგრამის ფარგლებში პირველი სემინარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. დიდი მადლობა კომპანია SPAR Georgia-ს ამ სოციალური პროგრამის მხარდაჭერისთვის




12 views0 comments
bottom of page